მთავარისაქართველომაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად თსუს ეზოში აქცია გაიმართა

მაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად თსუს ეზოში აქცია გაიმართა

მაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აქცია გაიმართა.

მაია ცირამუა და ქეთი ფილაური არიან იმ 9 პირს შორის, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ მაია ცირამუა და ქეთი ფილაური ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს გამორჩეული ფიგურები არიან და მათ საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend