მთავარიმსოფლიოევროპაბალტიის ქვეყნები საბჭოთადროინდელ ენერგოქსელს გამოეთიშნენ და ევროპის ქსელზე გადავიდნენ

ბალტიის ქვეყნები საბჭოთადროინდელ ენერგოქსელს გამოეთიშნენ და ევროპის ქსელზე გადავიდნენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საბოლოოდ გამოეთიშნენ რუსეთის ენერგოქსელს და ევროპულზე გადავიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს  ისტორიული დღეა და მოსკოვი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას, როგორც იარაღს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერების თქმით, ამ ცვლილებას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ახალ ენერგოქსელზე გადასვლაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან ბალტიის ქვეყნები საბჭოთადროინდელ ენერგოქსელს გამოეთიშნენ და ევროპის ქსელზე გადავიდნენ.

პროცესი  საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერების აზრით, ამ ნაბიჯს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ გადაწყვეტილებით, ბალტიის ქვეყნები საბოლოოდ წყვეტენ კავშირს რუსეთთან.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა – AP

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათი ენერგეტიკული სისტემები ახლა სრულად სინქრონიზებულია ევროპის კონტინენტურ სისტემასთან. უკრაინამ ეს უკვე გააკეთა 2022 წელს და ახლა ბალტიის ქვეყნებიც გათავისუფლდნენ რუსეთზე დამოკიდებულებისგან. ზელენსკიმ დასძინა, რომ მოსკოვი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას, როგორც იარაღს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ.

ყველა  გადამცემი ხაზი ბალტიისპირეთსა და რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადს შორის სათითაოდ გაითიშა. ბალტიისპირეთის ენერგოსისტემა ევროპულ ენერგოქსელს ფინეთის, შვედეთისა და პოლონეთის მეშვეობით შეუერთდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ცვლილება მხოლოდ ენერგიას არ ეხება, მას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის უკავშირდება ევროინტეგრაციას,  ევროპულ სუვერენიტეტს და ადასტურებს იმას, გაერთიანების შემთხვევაში მთების დაძვრასაც შეძლებენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით,  ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაუღალავად იმუშავეს, რომ აქამდე მოსულიყვნენ. დღეს კი მთელი ევროპა მათთან ერთად ზეიმობს.

ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რთული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან.

ვითარება უფრო მეტად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მაღალი ძაბვის 16 გადამცემი ხაზი, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან აკავშირებდა,  თანდათანობით გაითიშა.

აშენდა ახალი ქსელი, რომელმაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებთან დააკავშირა. ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ  მოსკოვსა და მინსკს გათიშვის გეგმის შესახებ 2024 წელს აცნობა, რათა თავიდან აეცილებინათ რუსეთის აგრესიული რეაქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend