მთავარისაქართველონიღბიანი პოლიცია

ნიღბიანი პოლიცია

საპროტესტო აქციების დროს თითქმის ყველა ქვეყნის ძალოვან უწყებას მოქმედების სპეციალური წესები აქვს შემუშავებული. ამ წესებში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციურმა დანაყოფებმა კონკრეტულ სიტუაციებში. კანონმდებლობითაა დარეგულირებული იმ სპეციალური საპოლიციო საშუალებების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიცია აქციების დაშლის დროს იყენებს. ბოლო პერიოდში საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ აქციების დროს პოლიცია ძირითადად ნიღბებით გამოდის.

პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციის სპეციალურ საშუალებებს განეკუთვნება:

  1. ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;

  2. სპეციალური ხელკეტი;

  3. ცრემლსადენი გაზი;

  4. წიწაკის გაზი;

  5. აკუსტიკური საშუალება;

  6. არალეტალური იარაღი;

  7. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა.

  8. დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;

  9. წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება;

  10. ელექტროშოკური მოწყობილობა;

  11. სხვა (სპეციალური საღებავი; სასამსახურო ძაღლი; სასამსახურო ცხენი; შესაბოჭი ბადე).

ამ ჩამოთვლილთაგან საპროტესტო დემონსტრაციების დროს პოლიციური ქვედანაყოფები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ და, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1006-შია ასახული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“ და  „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად.

რაც შეეხება ნიღბებს – ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, პოლიციურმა დანაყოფებმა სხვადასხვა ტიპის სახის დამფარავი საშუალებები გამოიყენონ საპროტესტო აქციების დროს და რომელი ქვედანაყოფია უფლებამოსილი,  დაფაროს სახე. ასევე დავინტერესდით, სამართლებრივი გადაცდომის დროს ძნელდება თუ არა საგამოძიებო პროცესი. თუმცა ძალოვანი უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია. ამავე თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” დირექტორმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend