უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ დრუჟივკაზე რუსების მიერ მიტანილი ორი ავიაიერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ეს თავდასხმა ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც დონეცკის რეგიონში განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, რუსები უკრაინის აღმოსავლეთით წინ მიიწევენ.
„აფეთქების საშინელი ხმა გაისმა. ვერ მივხვდი, რა მოხდა. სახლი კვამლითა და ქვიშით გაივსო, ჭერი ჩამოინგრა, დაზიანდა აბაზანა, კარი, ფანჯრები, სახურავიც“, – ამბობს ჰალინა, დრუჟივკის მკვიდრი.
„გუშინდელი დაბომბვის შემდეგ ყველა საჭირო მასალა უკვე მოვიტანეთ. აქ არის ლამინატები, ფირი, ლენტი, ხრახნები, ბრეზენტი და ლურსმნები, ასევე ქაფი. ეს ყველაფერი დაბომბვისგან დაზარალებული ადამიანებისთვისაა“, – ამბობს დმიტრი, მოხალისე.
შესაბამისი მასალები დაზარალებულებს უკვე მიაწოდეს. სამაშველო ჯგუფი დასუფთავების სამუშაოებშიცაა ჩართული. მათ სამი ტონა ნარჩენი გაიტანეს. თავდასხმის შედეგად განადგურდა ერთი საცხოვრებელი სახლი, მნიშვნელოვნად დაზიანდა შვიდი სახლი, ერთ-ერთი საწარმო და მაღაზია.