მუსტაფა ალ-გაზარი 5 წლის იყო, როდესაც სიტყვა „ნაკბა“ პირველად გაიგო. ასე აღწერდნენ მაშინ არაბები მასობრივ გადასახლებას, რომელიც 1948 წლის ისრაელ-პალესტინის პირველ ომს მოჰყვა.მას შემდეგ სამშობლოში ნაწილი თუ დაბრუნდა. მათ შორის იყო მუსტაფა ალ-გაზარიც. დღეს 80 წლისაა, ბოლო ომს ღაზაში შეხვდა და აქედან წასვლას არსად აპირებს.
„1948 წელს მე 5 გამოვიარე შიმშილი, წყურვილი, პარაზიტები, – ეს ყველაფერი კი არალეგალური იმიგრაციისა და ებრაელი მოსახლეების წყალობით. რომელზე მეტი უფლებაც ჩემს მიწაზე მე უნდა მქონოდა,თუმცა არა ! შემდეგ იყო 1956 წელი. შემდეგ 1967,მასაც ნანგრევებში შევხვდით. და ახლა მათ სურს გადამასახლონ და აქ ჩემს ნაცვლად სხვები დაასახლონ? მიუღებელია. აქაურობას არ დავტოვებ. ბატონ ტრამპს ვეტყოდი,რომ თუ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, ის უკვე არსებობს – ესაა : “ორი სახელმწიფოს პრინციპი”. ჩვენ არ გადავალთ არცერთ სხვა ქვეყანაში, ჩვენ აქ გავჩნდით და აქ მოვკვდებით. მეორე ვარიანტი ატომური ბომბია, რომელიც ისრაელის მიერ ნასროლი ბომბების მსგავსად უნდა გვესროლონ, თუ ეს რა თქმა უნდა ცივილური მსოფლიოს მორალში ჯდება”- ჰყვება ღაზის მაცხოვრებელი, მუსტაფა ალ-გაზზარი მედიასთან.
დონალდ ტრამპის მიმართ ბრაზი შემთხვევითი არაა. აშშ-ის პრეზიდენტმა სულ ახლახან ისრაელ-პალესტინის ომის გადაწყვეტაში „ორი სახელმწიფოს პრინციპი“ ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც ისრაელელ სტუმართან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ბრიფინგზე ღაზას დაუფლებაზე გამოთქვა პრეტენზია. ამაზე უფრო საგანგაშოდ კი არაბულ სამყაროში პირობის ის ნაწილი ჟღერს, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაბრუნებულმა ადამიანებმა ხელახლა უნდა დატოვონ, ვიდრე აშშ-ი იქ “ახლო აღმოსავლეთის ოაზისს” ააშენებს. და როცა ააშენებს, იქ “მსოფლიოს ხალხი იცხოვრებს, მათ შორის პალესტინელებიც” – აღნიშნა ტრამპმა, მოგვიანებით კი გეგმა დააზუსტა:
“საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორს გადასცემს აშშ-ს. პალესტინელები, ჩაკ შუმერის მსგავსი ხალხი, რეგიონში უფრო უსაფრთხო და ლამაზ დასახლებებში, ახალი და თანამედროვე სახლებით, იქნებიან გადასახლებულები. მათ ექნებათ შანსი იყვნენ ბედნიერები, უსაფრთხოები და თავისუფლები. აშშ-ი მუშაობს დიდ გუნდთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ნელა და ფრთხილად დავიწყოთ იმის მშენებლობა, რაც დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი და შთამბეჭდავი პროექტი გახდება. საჭირო არ იქნება ამერიკელი სამხედროები, რეგიონში სტაბილურობა დაისადგურებს”- დაწერა დონალდ ტრამპმა მისსავე სოციალურ პლატფორმაზე, სახელწოდებით “Truth Social”.
ამ გეგმაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ არა აშშ-ისა და ისრაელის ზედმეტად მჭიდრო მეგობრობა. არაბულ სამყაროს ეს ფაქტი აშინებს, ეს პალესტინის მომავლისთვის საფრთხისშემცველ ფაქტორად აღიქმება. სწორედ ამიტომაა,რომ არაბულ სამყაროში ტრამპის გეგმას ნეგატიურად შეხვდნენ. მათ შორის ამერიკის საკვანძო პარტნიორები, იორდანია და ეგვიპტეც. ღაზელების განსახლებას დონალდ ტრამპი სწორედ აქ განიხილავს, მიუხედავად უარისა. საუდის არაბეთში ისიც თქვეს,რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარს იტყვიან, თუ პალესტინა ორი სახელმწიფოს პრინციპით არ ჩამოყალიბდება. პალესტინის მთავრობის ხელმძღვანელი, მაჰმუდ აბასი ამ თემაზე უკვე ესაუბრა იორდანიის მეფეს.
“ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაარღვიოს ჩვენი ხალხის უფლებები, რომელმაც ათწლეულების ტანჯვა გამოიარეს. ეს მოწოდება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას. რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ მივაღწევთ პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე, ღაზის სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი. პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლება სავაჭრო თემა არ არის. არავის აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები პალესტინელი ხალხის შესახებ, მათი ლეგიტიმური წარმომადგენლების გარდა”, – აღნიშნა მედიასთან მაჰმუდ აბასიმ, რომელიც პალესტინის მთავრობას ხელმძღვანელობს.
გეგმა, რომლის თავად დონალდ ტრამპის აზრით ყველას მოსწონს, არ მოსწონებიათ მის ევროპელ მოკავშირეებს, არც გლობალურ მეტოქეებს,როგორებიცაა პეკინი და მოსკოვი. ევროპის წამყვანი სახელმწიფოები კი, როგორებიცაა საფრანგეთი,ბრიტანეთი თუ გერმანია უკვე საუბრობენ იმაზე,რომ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა საერთაშორისო სამართლის პრინციპის პირდაპირი დარღვევაა.
“ჩვენ უნდა დავრჩეთ მართლები საერთაშორისო სამართლის საფუძვლების მიმართ და თავიდან უნდა ავირიდოთ ეთნიკური წმენდის ნებისმიერი ფორმა. ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს ხელშესახებ, შეუქცევად და პერმანენტულ პროგრესს ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ.ასევე ოკუპაციის დასასრულს, პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას,რომლის განუყოფელ ნაწილსაც ღაზა წარმოადგენს. ძლიერი და ერთიანი პალესტინური მთავრობა უმნიშვნელოვანესია. საერთაშორისო საზოგადოებამ ამას მხარი უნდა დაუწიროს. მისი არსით, პალესტინელი ხალხის განუყრელი უფლებაა იცხოვრონ ადამიანებივით თავიანთ მიწაზე “, – აღნიშნა გაეროში გამოსვლაზე გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
ღაზასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმას ამ წუთისთვის მხოლოდ ისრაელი იწონებს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებში ბრალდებული ბენიამინ ნეთანიაჰუ თვლის, რომ ეს წინადადება საყურადღებოა, რადგან შეუძლია ისტორია შეცვალოს. თუმცა ვის სასარგებლოდ? – ამ კითხვაზე პასუხი ტრამპის გეგმის მთავარი პრობლემაა.