მთავარისაქართველოსაქართველოში ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგური აშენდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „აჭარ ენერჯის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოში ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენების საკითხი განიხილეს და ქვეყნის ენერგოსექტორში 460 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციაზე შეთანხმდნენ.

.

„საქართველოს ენერგოსფეროში დიდი პოტენციალი არსებობს. ამ მხრივ, მთავრობის მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა. ამჟამად, მსოფლიოში მსგავსი მხარდამჭერი მექანიზმის პოვნა რთულია. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქვეყნებშიც ვაწარმოებთ ბიზნესსაქმიანობას, თუმცა, მაინც ეს ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა. ვიმედოვნებთ, უფრო და უფრო მეტი ინვესტირებით, ორიოდე წელიწადში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ შედეგებს, ასევე ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია გამოთქვამს საქართველოში ინვესტირების სურვილს“, – განაცხადა „აჭარ ენერჯი-ექსიმ ჰოლდინგის“ გენერალურმა მენეჯერმა აღათაი ულქერიმ.

„აჭარ ენერჯი“ „ექსიმ ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ენერგოსფეროში ბოლო წლებში 200 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩადო და უკვე განახორციელა 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend