მთავარისაქართველოგამოცემა “პუბლიკა” შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აღიქვამს

გამოცემა “პუბლიკა” შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აღიქვამს

გამოცემა “პუბლიკა” შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ „პუბლიკა“ ამ განცხადებას მუქარად აღიქვამს.

წერილში ვკითხულობთ:

“პაპუაშვილი ცდილობს, რომ ინფორმაციის გავრცელება დანაშაულის დაანონსებად წარმოაჩინოს და რატომღაც ევროკავშირის საელჩოს აკისრებს „წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე პასუხისმგებლობას“.

,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.” -ციტატის დასასრული.

ამასთანავე, ათობით მედიაორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცენ და ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნა შეჩერდეს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პირველ თებერვალს გააზიარა „პუბლიკის“ მიერ მომზადებული მასალა, ე.წ. ქარდი, რომელზეც ეწერა, რომ 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა იგეგმებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend