მთავარიევროპასერბეთისერბეთში სტუდენტებმა პროტესტის ფარგლებში 80-კილომეტრიანი მარში დაიწყეს

სერბეთში სტუდენტებმა პროტესტის ფარგლებში 80-კილომეტრიანი მარში დაიწყეს

სერბეთის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფარგლებში გუშინ 80-კილომეტრიანი მარში დაიწყო.

ისინი ბელგრადიდან ჩრდილოეთის ქალაქ ნოვისადში ჩავლენ. ამ ქალაქში, რკინიგზის ახლად გარემონტებულ  სადგურზე, 15 ნოემბერს  ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შაბათს ნოვისადში 24-საათიანი ბლოკადა იგეგმება.

სტუდენტების მოთხოვნაა, ინციდენტზე პასუხისმგებლობა მთავრობამ აიღოს.  მათი თქმით, რკინიგზის სადგურის  შენობის ჩამონგრევა ხელისუფლების კორუფციის შედეგია. დიდი ხანია, სერბეთში ასეთი მასშტაბური  დემონსტრაციები არ ყოფილა.

ეს  სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის ამჟამინდელი მეთაურის ალექსანდარ ვუჩიჩისთვის. ორკვირიანი პროტესტის შედეგად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend