ისრაელმა 110 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა მათი თანამემამულე 8 მძევლის სანაცვლოდ, რომლებიც „ჰამასს“ ჰყავდა დატყვევებული. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ, ეს უკვე პატიმრებისა და მძევლების მესამე გაცვლაა.
გათავისუფლებულ პატიმრებს ათასობით გულშემატკივარი პალესტინელი დახვდა, როდესაც ისინი ავტობუსით შედიოდნენ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში.
თუმცა, ისრაელმა პატიმრების გათავისუფლება პროტესტის ნიშნად გააჭიანურა, რადგან მათი მძევლები „ჰამასმა“ წითელი ჯვრის თანამშრომლებს გადასცა, ქალაქ ხან იუნისში. სადაც მძევლებს ხალხით გადატვირთული ქუჩების გავლა მოუწიათ, შეიარაღებული ძალების თანხლებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი საყვედური გამოთქვა.
Agam, Arbel, Gadi – welcome home!
The entire State of Israel embraces you, as do my wife Sara and I.This release was achieved, first of all, thanks to our heroic soldiers, and it was also achieved thanks to the steadfast and determined stand that we took during the negotiations pic.twitter.com/u3Kug88qKd
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) January 30, 2025
„დღეს, ჩვენი მძევლების გათავისუფლების დროს, ყველამ ვნახეთ თუ რა ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ მათ. მკაფიოდ ვუთხარით შუამავლებს, რომ არ გვსურს ჩვენ ხალხს რაიმე საფრთხე დაემუქროს გაცვლის დროს. ვინც გაბედავს და ჩვენს მძევლებს რამეს დაუშავებს, აუცილებლად საკუთარი სისხლით გადაიხდის“, -ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი
19 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდგომ, „ჰამასმა“ საერთო ჯამში 15 მძევალი გაათავისუფლა. ხოლო ისრაელის მიერ გათავისუფლებულმა პატიმრების საერთო რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.
ამავდროულად, ძალაში შევიდა ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის მიერ, გასულ წელს მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მოქმედებას ისრაელის ტერიტორიაზე.
სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელისგან არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება აკრძალვა.
„ძალიან უცნაურია, რომ გაერთიანებული ერების სისტემის წევრი ქვეყანა ირჩევს გააუქმოს ორგანიზაციის მანდატი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ორგანიზაციას მანდატს გაეროს გენერალური ასამბლეა ანიჭებს“,-განაცხადა ჯონათან ფაულერმა, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა.
ახლა მთავარი პრობლემა ღაზას დახმარებაა
“We have no visibility on what the intentions are for implementation [of the Knesset bills banning UNRWA].” @UN_JWFOWLER tells @UN_News_Centre.
Across occupied East Jerusalem alone, UNRWA provides 70,000 patients with primary healthcare.
“It’s outlandish that a Member State of… pic.twitter.com/gclSHXIatD
— UNRWA (@UNRWA) January 30, 2025
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ნაწილი ითვალისწინებს, ღაზასთვის დახმარების მიწოდების მკვეთრ ზრდას, ხოლო ამის ნახევარზე მეტს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო უზრუნველყოფდა.
ისრაელი უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს და აცხადებს, რომ სწორედ მისმა არსებობამ გაახანგრძლივა კონფლიქტი ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის.