ჩეხეთის რესპუბლიკამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
“დღეს ჩემი ინიციატივით, მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. მიზეზია მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაზე. ჩვენ ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში არ გვინდა” – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სანქციები დაუწესეს საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. მათ ჩეხეთში შესვლა აეკრძალათ.