მთავარიევროპასერბეთივუჩიჩის დილემა: ახალი არჩევნები თუ ახალი მთავრობა

ვუჩიჩის დილემა: ახალი არჩევნები თუ ახალი მთავრობა

ეროვნული პროტესტი სერბეთში ვერც პრემიერის წასვლამ ჩააცხრო. ეს იმიტომ, რომ ძალაუფლება აქ არა ვუჩევიჩის, არამედ ვუჩიჩის ხელშია.

ქვეყნის პრეზიდენტის უკვე თითქმის 8 წელია. ალექსანდრ ვუჩიჩი კვლავ თავის პოსტზეა და დასაფიქრებლად 10 დღიანი ვადა აიღო. ორი ვარიანტი აქვს: ჩანიშნოს ახალი არჩევნები ან დანიშნოს ახალი მთავრობა.

“მან აიღო 10 დღე, იმ 30-ი დღიდან, რომელიც კანონის მიხედვით ახალი მთავრობის დასანიშნადაა განსაზღვრული.  უნდა ითქვას, რომ მმართველ პარტიას და მის პარტნიორ კოალიციებს  ახალი მთავრობის ასარჩევად ეროვნულ ასამბლეაში  უმრავლესობა აქვთ. მაგრამ პრეზიდენტს ექნება პოლიტიკური დისკუსიები პარლამენტში, მათ შორის იგულისხმება ოპოზიციური პარტიებიც, თუ ისინი ამას ისურვებენ – ეჭვი მეპარება.  მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ იქნება საზოგადოებრივი აზრის კვლევა. მთავრობა დაელოდება იმას, პროტესტი იკლებს თუ პირიქით, იმატებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს პრეზიდენტი ახალი მთავრობის ან ახალი არჩევნები საკითხს. საზოგადოებრივ აზრს ყოველდღიურად ადევნებენ თვალს მთავრობაშიც,ოპოზიციაშიც და არასამთავრობო სექტორშიც. თავად პრემიერ მინისტრის გადადგომას რაც შეეხება, არ მგონია სტუდენტების, მოქალაქეებისა თუ ოპოზიციის თვალთახედვიდან ეს საკმარისი იყოს. ალბათ ამისათვის ცოტა გვიანია. ისინი ყველაფერში პრეზიდენტის დანაშაულს ხედავენ, ამიტომ, არ მგონია პრემიერის ან ნოვი სადის მერის გადადგომა მათ აკმაყოფილებდეთ. ამას ღიად ბევრი არ ამბობს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ალექსანდრ ვუჩიჩია ამ პროტესტის მთავარი მიზანი. ხელისუფლების მიმართ ბრალდებები კი მეტწილად ეხება კორუფციას, თუმცა ასევე არაეფექტიანობასაც და მცდელობას დაემალათ ნოვი სადში მომხდარი ფაქტი და მისი მონაწილეები”, – ჰყვება ევრონიუს სერბეთის ჟურნალისტი, ლიუბიშა ივანოვიჩი.

ყველაფერი ნოემბრის ბოლოს გამწვავდა, როდესაც ბრაზმა სერბი ხალხი სახლებიდან ქუჩებში გაიყვანა.

ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამოშლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს არ მოხდებოდა, რომ არა კორუფციული სისტემა, რომელიც სამშენებლო სიბრტყეს მნიშვნელოვნად ცდება.

ათიათასობით დემონსტრანტის დასაკმაყოფილებლად სერბეთის მთავრობას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მათ შორის მაღალჩინოსნების დაკავებები, დოკუმენტების გასაჯაროება თუ სხვა. პროტესტის მონაწილეებმა არცერთი არ დაიჯერეს. ვითარება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ გაამწვავა.

აქტივისტები მთავრობასთან აფილირებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმებზე ალაპარაკდნენ. ბრალდებებს სერბეთის ხელისუფლება იმ ნარატივს უპირისპირებს, რომ სერბეთში პროტესტი უცხო ძალის სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული და ორკესტრირებული. თუ ვისი, არც აქ დაუკონკრეტებიათ.

პრო-სამთავრობო მედიის ნაწილი საუბრობს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ჩარევის ნათელი მაგალითი. არავინ ამბობს რა ქვეყანა, რა ორგანიზაცია, რა მიზანი დგას ამის უკან. არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს ძალიან ნაცნობი ისტორიაა, განსაკუთრებით გარდამავალი ქვეყნებისთვის. ეს 90-იან წლებშიც მოგვისმენია. ეს ერთგვარი თავდაცვაა – ჩემს წინააღმდეგ უცხოური ძალაა, ეს ჩვენი ხალხი არაა. მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ მინახავს, თუმცა არც იმის მტკიცებულება მაქვს, რომ ასე არ ხდება.იმიტომ,რომ ისმის მხოლოდ სიტყვები, მტკიცებულების გარეშე. რაც შეეხება ძალადობას. უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ძალები, როგორც მთავრობის იარაღი იძულებულია გამოიყენოს ძალა დემონსტრაციის წინააღმდეგ. მაგალითად ნოვი სადში დემონსტრანტებს სურდათ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოში შესულიყვნენ, ეს ინსტიტუციაა და პოლიციაც ჩაერთო. ამის მიღმა ძირითადად პროტესტი მშვიდობიანია. არის ინციდენტებიც,  მაგალითად ისეთი როგორიც 2 დღის წინ  ნოვი სადში მოხდა, სადაც ახალგაზრდა გოგონას ჰოსპიტალიზება გახდა, ყბის მოტეხილობის გამო. ეს მეტისმეტი იყო მათთვისაც კი ვინც მთავრობაშია და პრემიერმა ჩათვალა რომ მისი გადადგომა გარდაუვალი იყო. ამაში ჩართული ოთხივე მამაკაცი, მმართველ პარტიას წარმოადგენდა, ისინი დააკავეს”, – ლიუბიშა ივანოვიჩი.

ბოლო დემონსტრაციაზე ბელგრადში 100 000 ადამიანი მონაწილეობდა, ამ მასშტაბების გამო ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ახალი არჩევნების ჩატარება სარისკოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხმათა 49%-ის აღების იმედი აქვს.

არც ახალი მთავრობის დანიშვნაა უმტკივნეულო გზა,რადგან პროტესტის მონაწილეებს ეს არ სურთ. მათი მთავარი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის დანიშვნაა, რომელიც არჩევნებს თავისი ხალხითა და თავისი წესებით ჩაატარებს.

სერბეთში ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 40% უჭერს მხარს, რაც ბალკანეთის ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ინფორმაციას IRI გასული წლის გამოკითხვების საფუძველზე ავრცელებს. სერბეთი ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესშია.

სერბეთის ხელისუფლების კრიტიკოსები ამას ფორმალობას უწოდებენ, ისინი მთავრობას დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების ნაცვლად, მის შებღალვაში ადანაშაულებენ.

გასული წლის მონაცემებით სერბების 3 მთავარ პრობლემაა – მაღალი ფასები, კორუფცია და დასაქმება. მეოთხეა კოსოვოს საკითხი. თემა, რომელიც ბევრის აზრით ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხების ერთერთი მიზეზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend