„სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი გაიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია გამოეხმაურნენ გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებას საპროტესტო აქციების დარბევისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე და აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ისაუბრეს.
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა გრძელდება. თქვეს ისიც, რომ გრძელდება პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი ქმედებაც.
ბრიფინგზე ისაუბრეს პროტესტის მონაწილეთა „გატაცებაზეც“ , როგორ დაკავების უკანონო პრაქტიკაზეც. ამასთან, ხაზი გაუსვეს პოლიციის პოლიტიზების საკითხსა და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას.