მთავარისაქართველო„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოცემების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, დიპლომატიური უწყება ჟურნალისტის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ბათუმში 11-12 იანვრის ღამით დააკავეს. პროტესტის ნიშნად, ის მე-18 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ უფლებადამცველებს, ასევე მის კოლეგებს, რომლებიც ჟურნალისტის მხარდასაჭერად ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend