თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას, დიპლომატები რუსეთის მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოქცევასა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ. მიღწეულ შეთანხმებასა და მოსკოვის იძულებაზე, გადადგას ნაბიჯები სამშვიდობო პოლიტიკისკენ ინფორმაცია დაადასტურა კაია კალასის ოფისმაც.
Good call with @SecRubio.
We discussed global issues where the EU and US have the same interests, including Russia’s war in Ukraine, Iran’s malign influence and challenges posed by China.
The EU and US are always stronger together.
Looking forward to meeting you soon. pic.twitter.com/leKEB81SUT
— Kaja Kallas (@kajakallas) January 28, 2025
ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიესალმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება და მოუწოდა ევროპას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.
27 იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეხვედრაზე დასასწრებად ღია მოწვევა გაუგზავნა. მან ასევე გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება მალე ეწვიოს ვაშინგტონს. აშშ-ის დედაქალაქში ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.