„2024 წელი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ხასიათდებოდა. ამან ზეგავლენა მოახდინა ყველა სოციალურ ჯგუფზეც, რადგან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა თითოეულ მოქალაქეს ეხება და საფრთხეს უქმნის ყველას უფლებრივ მდგომარეობასა თუ მომავალს“, – ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2024 წელს ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა.
„2024 წელი დაიწყო პირდაპირ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის იდეის დისკრედიტაციით, დაიწყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, ანტიდასავლური განცხადებები, უფლებადამცველების დევნა, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაზაფხულზე უკვე ხელახლა მოხდა ე.წ. რუსული კანონის ინიცირება, ქართულმა ოცნებამ პარლამენტმა ეს კანონი დაამტკიცა, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს ჯერ კიდევ, რომელიც ნოემბრის შემდეგ გრძელდება თბილისის ქუჩებში, ამას არალეგიტიმური ხელისუფლება უპირისპირებს ძალადობას, ცალკეულ ინციდენტებს შემდგომში უკვე მოყვა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ისეთი ნაბიჯები, სპეცრაზმის, პოლიციელების მხრიდან, რომელმაც სისტემური წამების ფორმა მიიღო ამაზე ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს”- ამბობს, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი
ცალკეულ ინციდენტებს შემდგომში უკვე მოყვა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ისეთი ნაბიჯები, სპეცრაზმის, პოლიციელების მხრიდან, რომელმაც სისტემური წამების ფორმა მიიღო ამაზე ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს,
ანგარიშში მთელი რიგი საკითხებია მიმოხილული, რაც მიუთითებს ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე: მათ შორის საუბარია ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, გაუარესებულ მედიაგარემოზე…
ანგარიშში წერია, რომ მხოლოდ 2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში რვა ქალი მოკლეს, წერია, რომ არ არსებობს ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა….
“ იმ ყველა სოციალურ ჯგუფთან მიმართებით, რომლებიც საქართველოში არსებობს, მათი უფლებრივი მდგომარეობა იყო გაუარესებული, იქნებოდა ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ, ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობები, ასევე ისინი იყვნენ მწვავე გამოწვევების წინაშე, ვინაიდან ეს ყველაფერი ერთის მხრივ მიბმულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ისეთი ახალი კანონები, როგორიცაა გენდერული კვოტირების გაუქმება, რამაც ქალთა უფლებებზე იქონია გავლენა და სხვა ისეთი კანონები, რომლებმაც უკან დაგვხია ყველა მიმართულებით”, – ამბობს იურისტი და ანგარიშის ავტორი ნინო ჩალაძე.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მთელი ამ რიგი პრობლემების ფონზე, მოქალაქეები სამართალს ვეღარ პოულობენ, რადგან მათივე თქმით, “სავარაუდოდ, ივანიშვილის რეჟიმმა მართლმსაჯულების ყველა ინსტრუმენტი მიიტაცა”.