აშშ-ის სენატში 29 იანვარს რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ სენატში თავისი იდეის დაცვას მოახერხებს, იგი სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრი გახდება.
თუმცა საზოგადოების აღშფოთების გამო რობერტ კენედი უმცროსმა თავისი გეგმა ჯანდაცვის სექტორის რეკონსტრუქციის შესახებ შეარბილა.
ამერიკელები ფიქრობენ, რომ კენედი უმცროსის ანტივაქსერული შეხედულებების გამო მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდება, რაც დაავადებების გავრცელების წინაპირობა იქნება.
რობერტ კენედი უმცროსი ღიად აცხადებდა, რომ ბავშვების ვაქცინაცია საშიშია და აუტიზმს ავითარებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი განცხადებები მშობლებს შვილების ვაქცინაციაში ხელს შეუშლის.
„გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების ნახევარი ძალიანაა შეშფოთებული, მშობლებს აღარ სურთ, აცრან შვილები. გამოკითხულთა თქმით, ეს მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას გამოიწვევს“, – ამბობს ლინლი სანდერსი, ჟურნალისტი.
ყოველი 10 ამერიკელიდან 4 ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ რეკომენდაციების გადახედვას ან შეცვლას. რესპუბლიკური პარტიის მომხრეთა შორის კი ყოველი 10-იდან ოთხია მომხრე.
რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა 29 იანვარს, თბილისის დროით, 17:00 საათზე, დაიწყება.