მთავარიმსოფლიოGoogle Maps-ი ამერიკელი მომხმარებლებისთვის მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს დაარქმევს

Google Maps-ი ამერიკელი მომხმარებლებისთვის მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს დაარქმევს

მას შემდეგ, რაც აშშ-ის გეოგრაფიული სახელების სისტემაში მექსიკის ყურის სახელწოდება ოფიციალურად განახლდება, Google Maps- ი ამერიკელი მომხმარებლებისთვის სახელს შეუცვლის.

რუკაზე ეს განახლება არ გამოჩნდება მექსიკის ტერიტორიაზე მყოფებისთვის, ხოლო მსოფლიოს სხვა წერტილიდან მომხმარებლები Google Maps-ზე ორივეს სახელს ნახავენ.

მექსიკის ყურის სახელწოდების ცვლილება არ არის ერთადერთი, რაც ტრამპის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა წარადგინა – გარდა იმისა, რომ მექსიკის ყურეს შეუცვლიან სახელს, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მაღალ მწვერვალს სახელწოდებით დენალი, მაკკინლის მთა დაერქმევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend