მთავარიევროპაუკრაინარუსეთის შეიარაღებულ ძალებს იერიშები მიაქვთ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იერიშები მიაქვთ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიში უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მათ 72 რუსული დრონიდან 50 გაანეიტრალეს.

თავდასხმების შედეგად ქალაქ სუმიში დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ადმინისტრაციული შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაშვებული 72 დრონიდან 50 ჩამოაგდეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით,  გასულ უქმეებზე უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იყო თავდასხმა. ბოლო ინფორმაციით, სუმიში რვა საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა ღამის ორ საათზე იყო. ჩამოიშალა ჟალუზები, ჩაიმსხვრა მინები.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსების მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ადმინისტრაციული შენობები. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend