მთავარიაზიაღაზაისრალესა და „ჰამასს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში პალესტინელთა დაბრუნებას ითვალისწინებს

ისრალესა და „ჰამასს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში პალესტინელთა დაბრუნებას ითვალისწინებს

კატარის შუამავლობით “ჰამასსა” და ისრაელს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც  სამი მძევლისა და პალესტინელების ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნებას ითვალისწინებს.

პალესტინელებს სახლებში დაბრუნება ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათიდან შეეძლებათ. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელელი მძევლები ხუთშაბათს უნდა გათავისუფლდნენ.

შედგა შეთანხმება, რომელიც „ჰამასის“  ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და პალესტინელების  ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნებას ითვალისწინებს. როგორც ერთ-ერთი შუამავალი ამბობს, არბელ იეჰუდი და კიდევ ორი მძევალი პარასკევამდე გათავისუფლდებიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მძევლებს ხუთშაბათს გამოუშვებენ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ პალესტინელებს ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათიდან შეეძლებათ ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნება. ამასთან, კვირას დონალდ ტრამპმა წარადგინა შეთავაზება, რომ პალესტინელები მეზობელმა ქვეყნებმა შეიფარონ, რათა ღაზის სექტორი სრულად გაიწმინდოს.

ტრამპის თქმით, მთლიანი ტერიტორია ნანგრევებად არის ქცეული, ამიტომ პალესტინელებს დროებით, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდითაც მოუწიოთ ღაზის დატოვება. „ჰამასმა“ და პალესტინის ხელისუფლებამ გააკრიტიკეს შეთავაზება, ტრამპის წინადადებას არც იორდანია და ეგვიპტე დაეთანხმნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend