აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა.
ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ ორი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი არ მიიღო, რომლებშიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები, დეპორტირებული კოლუმბიელები იმყოფებოდნენ.
ამის პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კოლუმბიიდან იმპორტირებულ პროდუქციას 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდება, რომელიც მოგვიანებით გაორმაგდება, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მოკავშირეებს კი აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ.
„ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია. არ დავუშვებთ, კოლუმბიის მთავრობამ დაარღვიოს თავისი კანონიერი ვალდებულებები იმ კრიმინალების მიღებასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეერთებულ შტატებში შემოუშვეს“, – განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, მოგვიანებით კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლუის მურილიოს მოკლე განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების დასტაბილურება შეძლეს.