ლოს-ანჯელესის რეგიონში ხანძრის ახალი კერაა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტშიც, რომელიც კამარილიოს კუნძულზე მდებარეობს.
ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით. შექმნილი მდგომარეობის გამო ხელისუფლებამ 31 000-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა, 23 000-მა კი გაფრთხილება მიიღო.
როგორც საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხანძარს აკონტროლებენ, რის შედეგადაც დაზიანებას ბევრი საცხოვრებელი სახლი გადაურჩა.
ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91%-ი და პალისეიდსის ხანძრის 68%.
აშშ-ის კალიფორნიის შტატში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურებულია ათასობით შენობა-ნაგებობა.