მთავარისაქართველოკახა კალაძე: “მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობას ან ვადა ამოეწურა, ან თავის უფლებამოსილებას...

კახა კალაძე: “მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობას ან ვადა ამოეწურა, ან თავის უფლებამოსილებას შესაბამისად ვერ ასრულებდა”

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიიდან გათავისუფლებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ისინი არა პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეორგანიზაცია აქვს დაწყებული და ზოგს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა, ზოგი კი თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებდა.

„ჩვეულებრივი სისულელეა. რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს. გიგა სოფრომაძესაც და მაგ ადამიანსაც დაუმთავრდათ ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება. როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება, არ გჭირდება ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს. ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება, რომლებმაც მაგალითისთვის ხელი მოაწერეს იმ პეტიციას და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“, -თქვა კახა კალაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend