მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას ითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას ითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროპის თავდაცვის ხარჯების ზრდა მოითხოვა.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტუსკმა დონალდ ტრამპის განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა ევროპელებმა გამოწვევად უნდა მიიღონ.

„ევროპა რომ გადარჩეს, უნდა შეიარაღდეს. ეს ჩვენი არჩევანი არაა. მე არ ვარ მილიტარისტი“, – ამბობს დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია და თავისი განცხადებით თანაპარტიელებიც მიიმხრო.

„პრაგმატული, მკაფიო, გადამწყვეტი ხედვა, რომელიც გვაკისრებს ახალ პასუხისმგებლობებს, მოგვიწოდებს არა უკუსვლისკენ, არამედ წინსვლისკენ საკუთარი პოტენციალის გაცნობიერებით. ამრიგად, აღარ ვეკითხებით სხვას, რა გააკეთონ ჩვენთვის, არამედ თავად ვაკეთებთ რაღაცას, რადგან ევროპა დიდი ძალაა. თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერთიანობის გაძლიერებას, სხვებიც დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან“, – ამბობს სალვატორ დე მეო, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი.

ტუსკის განცხადება ენერგორესურსების ფასსა და მწვანე შეთანხმებაზე, რომელიც 2050 წლისთვის ევროკავშირის მწვანე ენერგიაზე გადასვლას ისახავს მიზნად, პროგრესული პოლიტიკური ჯგუფისთვის მიუღებელია.

„უსაფრთხოება, აგრეთვე, დაკავშირებულია იმ კანონმდებლობასთან, რომელიც მივიღეთ. ეს კანონმდებლობა უკან დახევის საშუალებას არ გვაძლევს, როცა საქმე ეხება ჩვენს ვალდებულებას მწვანე შეთანხმების მიმართ. მწვანე ენერგიაზე გადასვლა ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და არასდროს უნდა დაიხიოთ უკან, როცა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ვალდებულებაზე ვსაუბრობთ“, – ამბობს ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარი, სოციალისტების წევრი.

ევროპელი მემარცხენეები მწვანე შეთანხმებაზე უარის თქმას არ აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend