მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ლოს-ანჯელესში უკვე მესამე კვირაა, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ხანძრის ახალი კერა გაჩნდა ქალაქის ჩრდილოეთით, მთებთან ახლოს, სადაც უკვე განადგურდა 20 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობი. ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარიც უშლის ხელს. ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება კასტაიკის ტბის მახლობლად.

სტიქიის ზონებიდან უკვე გაჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა. კრიზისის გაღრმავების საფრთხის აღმოსაფხვრელად ქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს პრევენციული ზომის ჩატარების ბრძანება მისცა.

ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე მთების მახლობლად ტყის ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. 20 კვადრატულ კილომეტრზე გადამწვარია ბუჩქები და ხეები. მოსახლეობა უკვე ტოვებს ტერიტორიას.

სამაშველო ჯგუფის თანამშრომლები მიუყვებიან მთის ფერდობს კასტაიკში გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად, კალიფორნია, აშშ, 22 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Ethan Swope

ძლიერი დაკვამლიანება იყო კასტაიკის ტბასთანაც, რომელიც მხოლოდ 60 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, რომელიც  ყველაზე მეტად დაზარალდა. ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. განადგურდა 14 000 შენობა. სამხრეთ კალიფორნიაში ამ უქმეებზე წვიმას ელიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ მცირე ნალექმაც კი შესაძლოა ახალი პრობლემები წარმოქმნას. არსებობს იმის საფრთხე, რომ  დამწვარი ნარჩენებიდან ტოქსიკური ნივთიერება გამოიყოს. ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა  ხელისუფლებას მიმართა, ქალაქში ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები,  გაწმინდონ  ტერიტორია  მცენარეებისგან, მოაწყონ ბორცვები და ბარიერები და გზები გაამაგრონ.

ლოს-ანჯელესის მერის კარენ ბასის თქმით, ისინი მოქმედებენ პრევენციული მიდგომით, რათა წვიმის მოსვლის შემთხვევაში უფრო მეტად არ გაღრმავდეს ის კრიზისი,  რომელშიც აღმოჩნდნენ. ძალიან ბევრია საშიში მასალა, ნარჩენი და ტოქსიკური ნივთიერება, რომლებმაც შესაძლოა,  ოკეანე დააბინძუროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend