მთავარისაქართველოგიორგი გახარია მასზე თავდასხმის დაკვეთაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

გიორგი გახარია მასზე თავდასხმის დაკვეთაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მასზე მომხდარი თავდასხმის დაკვეთაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, სხვადასხვა ფორმით ემუქრება მასსა და მის ოჯახს. გიორგი გახარია ასევე მოუწოდებს გამოძიებას, შეინარჩუნოს სახე და არ გახდეს ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე.

მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 იანვარს პროკურატურაში გამოჰკითხეს.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს 15 იანვარს ბათუმში დაესხნენ თავს. მასთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს, ზვიად ქორიძეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend