მთავარისაქართველოუკვე მეცხრე დღეა, თსუში ღამეებს ათევენ სტუდენტები

უკვე მეცხრე დღეა, თსუში ღამეებს ათევენ სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა უკვე მე-9 დღეა, გრძელდება. ისინი, ისევე როგორც ყველა სხვა აქციის მონაწილეები, მოითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას.

ამბობენ, რომ უნივერსიტეტის კედლებში ღამეებს ატარებენ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. საუბრობენ ყველასთან – მხარდამჭერებთანაც და ოპონენტებთანაც, ამბობენ, რომ სწორედ დიალოგია საზოგადოების გაერთიანების წინაპირობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველდღიურად ეპატიჟებიან ლექტორებს და უსმენენ მათ ლექციებს, აგროვებენ გულშემატკივრების წერილებს და უგზავნიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს.

უკვე მე-9 დღეა, 40-მდე სტუდენტი რჩება უნივერსიტეტში და ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend