მთავარიმსოფლიოNATO„თუ არ გსურთ ომი, უნდა ემზადოთ ომისთვის” - მარკ რუტე

„თუ არ გსურთ ომი, უნდა ემზადოთ ომისთვის” – მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ოთხშაბათს ბრიუსელში ალიანსის სამხედრო კომიტეტის ორდღიანი სხდომა გახსნა და გაიმეორა, რომ დროა, ნატოს ქვეყნები ომისთვის მოემზადონ. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნატომ ომი აიცილოს თავიდან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები რუსული დესტაბილიზაციის მზარდი კამპანიის წინაშე დგანან. ამ კონტექსტში მან კრემლის მოკავშირეებიც დაასახელა: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

„შემდეგი სამიტი ჰააგაში დაახლოებით ექვს თვეშია დაგეგმილი და მიზანიც დასახულია.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მომავალი საფრთხის ქვეშაა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. რუსეთი ზრდის მტრულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ და ეს გამოიხატება კიბერთავდასხმაში, საბოტაჟში, მკვლელობის მცდელობაში. ადრე ჩვენ ამას ჰიბრიდულ ომს ვეძახდით, მაგრამ სინამდვილეში ეს დესტაბილიზაციის მცდელობაა. რუსეთი გამალებით მუშაობს, რომ დაასუსტოს ჩვენი დემოკრატიები და წაგვართვას თავისუფლება. და ის ამ ბრძოლაში მარტო არაა, მის გვერდით არიან ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი”, – განაცხადა მარკ რუტემ.

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend