კვირას, 12 იანვარს, უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 60-ამდე დრონი ჩამოაგდეს. მათი თქმით, რუსმა სამხედროებმა შაბათ-კვირას 94 დრონი გაუშვეს რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, მილეროვოდან, ოროილიდან, ბრიანსკიდან და კურსკიდან.
დრონების ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ხარკივში, სუმისა და პოლტავის რეგიონებში, თუმცა დაღუპულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, შაბათსა და კვირას დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან 130-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს. მისი თქმით, რუსულმა არმიამ შაბათს დონეცკის დასახლებები 20-ჯერ დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსული ძალები კი კვლავ მიიწევენ წინ აღმოსავლეთის ფრონტზე. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მათ სამი დასახლება დაიკავეს.