მთავარისაქართველო„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინეს

„ბათუმელების” ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით სდებს ბრალს. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე, თავდასხმას ედავებიან. მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11 იანვრის საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო ბანერის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი. ბანერზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. ის დაკავებიდან ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.

დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მზია ამაღლობელთან შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა ადვოკატს, რის შესახებაც რედაქციამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია. უფლებადამცველები არაერთი მოთხოვნის შემდეგ შეუშვეს დაკავებულ ჟურნალისტთან. თუმცა მანამდე ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მას პოლიციელები არასათანადოდ მოეპყრნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend