მთავარისაქართველოსაქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

10 იანვარი უკვე 44-ე დღეა, რაც საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება.

პარასკევს, თბილისში გაიმართა არაერთი მსვლელობა, რომელიც უკვე ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დასრულდა.

17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, HR სპეციალისტები, მარკეტერები და სხვა პროფესიული ჯგუფები.

18:30-ზე ფილარმონიასთან ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები მივიდნენ და რუსთაველისკენ მსვლელობით დაიძრნენ.

19:00-ზე კი ტარას შევჩენკოს ბაღიდან დაიწყო ვერელებისა და ვაკელების მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც ასევე რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.

დღეს, 10 იანვარს, აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ მათ თანამებრძოლებზე, რომლებიც საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნაც სწორედ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend