მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებთან გამკლავებას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრების მასშტაბურად გავრცელებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც იტალიაში გამგზავრებას გეგმავდა, ვიზიტი გააუქმა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით. სამაშვლო ოპერაციებში ჩართულია 1800 მეხანძრე, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა.

ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება მიიღეს სან ფერნანდოს ხეობაში, სანტა მონიკასა და ალტადენაში. დონალდ ტრამპმა კი, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და მისი ადმინისტრაცია, კრიზისის არაეფექტიანად მართვის გამო გააკრიტიკა. მან ვაშინგტონში მიცემულ ინტერვიუში გავრცელებულ ხანძრებს ტრაგედია უწოდა.

პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში, ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად, კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც ძალაში იქნება ხუთშაბათს საღამოს 6 საათიდან პარასკევის დილის 6 საათამდე. სამართალდამცავებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend