ტიბეტში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის გამო 126 ადამიანის დაიღუპა, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 1850 მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცდილობს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას.
ჯერ კიდევ უცნობია, იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ახლა ნანგრევებს ქვეშ იმყოფებიან, თუმცა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე 400 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
7 იანვარს ტიბეტში მომხდარი მიწისძვრა 7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისქვეშა ბიძგები ამ დრომდე გრძელდება.
კარვები, საბნები და დახმარებისთვის საჭირო სხვა ნივთები გაგზავნეს თავშესაფრებისთვის, რომელსაც მიწისძვრისგან დაზარალებული პირები თავს აფარებენ. ტიბეტში ღამის გათენება ღია ცის ქვეშ კიდევ უფრო რთულია, რადგან, ტემპერატურა, ღამით 0 გრადუს ცელსიუსამდე ჩამოდის.