მთავარიამერიკააშშკალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ზამთრის ხანძრებს ებრძვიან. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ხანძრები კონტროლს არ ექვემდებარება და ქარიშხლის გამო მარტივად ვრცელდება.

ხანძრებმა ძირითადად მოიცვა ლოს-ანჯელესის რეგიონი, კერძოდ, ჰოლივუდ-ჰილსი, ქალაქი პასადენა, აგრეთვე, წყნარი ოკეანის სანაპირო.

ხანძრებმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

„ჩვენი საზოგადოება უზარმაზარი ტრაგედიის მომსწრეა. ევაკუირებულია 100 00-ზე მეტი ადამიანი. გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ხოლო 100 000 ადამიანი გააფრთხილეს ევაკუაციის შესახებ, რადგან საფრთხის ზონაში არიან“, – ამბობს ვიქტორ გორდო, პასადენას მერი.

ხანძარი მოედო შენობებსაც. 1500 სახლი და ასობით ბიზნესი სრულად დაიწვა. ვითარებას ართულებს ქარიშხალი, რომლის მიერ წარმოქმნილი ქარიც ცეცხლს გავრცელებასა და ახალი კერების წარმოქმნაში ეხმარება.

„რამდენიმე ნაგებობა დაზიანდა ან სრულად განადგურდა, რადგან ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ქარის დახმარებით. ქარის სიჩქარე საათში 110 კილომეტრია. შემიძლია დავადასტურო, რომ გვაქვს 200-დან 500–მდე დაზიანებული ან დანგრეული შენობა. ზუსტი რიცხვის დადგენას მას შემდეგ შევძლებთ, როცა ხანძრის კერას ჩავაქრობთ. უნდა დავათვალიეროთ და შევამოწმოთ ყველა შენობა და ვიცოდეთ დაზიანებული შენობების ზუსტი რაოდენობა“, – ამბობს ჩად ავგუსტინი, პასადენას სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი.

ხანძრის კერების ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც. როგორც ჩად ავგუსტინი აცხადებს, 9 იანვრის მდგომარეობით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ერთდროულად ხანძრის ოთხ კერას ებრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend