მთავარისაქართველოირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას ესწრება

ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას ესწრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან.

.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრები უკრაინაში მიმდინარე ომში კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებებს განიხილავენ.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend