მთავარიევროპაიტალიაგათავისუფლებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა ირანიდან რომში დაბრუნდა

გათავისუფლებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა ირანიდან რომში დაბრუნდა

იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა რომში დაბრუნდა. სალა ირანის დედაქალაქში სამი კვირის წინ დააკავეს საპოლიციო ძალებმა, რომლებიც მას ქვეყნის კანონების დარღვევას ედავებოდნენ.

იგი დააკავეს რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იტალიამ, ქალაქ მილანში აღასრულა შეერთებული შტატების მიერ გაცემული ირანის მოქალაქის, მოჰამედ აბედინის დაკავების ორდერი. ვაშინგტონი აბედინისა და ირანის სხვა მოქალაქეს  დრონების ნაწილების მიწოდებას ედავებიან, რომლითაც  2024 წელს იორდანიაში თავდასხმის დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მიუხედავად ირანული მხარის უარყოფისა, იტალიელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სალას დაპატიმრების გამოყენება, თეირანს აბედინის გასათავისუფლებლად სავაჭროდ სჭირდებოდა.

სარას რომში მისი პარტნიორი, ოჯახის წევრები და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დახვდნენ.

იტალიის პრემიერმა თავად ამცნო სარას ოჯახის წევრებს მისი გათავისუფლების შესახებ. მელონიმ ხაზი გაუსვა იტალიის მთავრობის ინტენსიურ მუშაობასა და ძალისხმევას.

იტალიის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ელი შლეინიც მიესალმა მის გათავისუფლებას და მადლობა გადაუხდა მთავრობას გაწეული ძალისხმევისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend