მთავარიევროპათურქეთირეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პირობა დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პირობა დადო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2025 წლის მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ დაიცავს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე გააგრძელებს ბრძოლას „ქურთისტანის მუშათა პარტიის” წინააღმდეგ. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სირიისადმი თურქეთის მხარდაჭერას და დასძინა, რომ ანკარა მყისიერად იმოქმედებს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.

„ჩვენ არ დავთანხმდებით სირიის დაშლას, ან მისი უნიტარული სტრუქტურის რაიმე სახით თუ ფორმით მოშლას. თუკი ამ მხრივ რისკს დავინახავთ, სასწრაფოდ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს. სეპარატისტული ორგანიზაციისა (ქურთისტანის მუშათა პარტია) და სირიაში მისი განშტოებების გარშემო წრე იხურება“, – ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიაღწევს „ტერორისგან თავისუფალ თურქეთს”, სადაც ეს შესაძლებელია მშვიდობიანი გზებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც. სირიაში კონფლიქტის დროს აშშ-ის მხარდაჭერილმა ქურთულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნეს ავტონომიური მმართველობის ანკლავი, რომელიც ბოლომდე არ ემორჩილებოდა დამასკოში მყოფ ასადს და არც აჯანყებულებს, რომლებიც მის გადაგდებას ცდილობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend