მთავარიამერიკააშშლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში, ტყის ხანძრის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა და 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძარი, რომელიც 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, სწრაფად ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლოს-ანჯელესში გავრცელებულ ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ცეცხლის ალში გახვეული სახლები, პასიფიკ პალისეიდსის რაიონი, ლოს-ანჯელესი, აშშ, 7 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Etienne Laurent

„ჩვენ ტყიდან არ გავსულვართ. ავედი კანიონზე და უშუალოდ დავინახე არსებული ვითარება. განადგურებულია შენობა-ნაგებობები. თუმცა ამ გამანადგურებელ ხანძარს ბევრი შენობა გადაურჩა. ფაქტია ისიც, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ იყო ევაკუირებული, ჯერ კიდევ არ გაითვალისწინეს გაფრთხილება. ახლახან ჩამოვედი კანიონიდან და მინდა შეგახსენოთ, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინოთ ევაკუაციის ბრძანებებს”, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა ევინ ნიუსომმა.

აშშ-ის ამინდის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს კალიფორნიის შტატში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend