მთავარისაქართველოFox News: კონგრესი განიხილავს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”

Fox News: კონგრესი განიხილავს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”

ფოქს ნიუსი იუწყება, რომ 8 იანვარს კონგრესში რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც კრძალავს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას.

ორპარტიული დოკუმენტი , რომელსაც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ჰქვია, ასევე აკრძალავს თანამშრომლობას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ან ნებისმიერ მარიონეტულ პირთან”.

ფოქს ნიუსის ცნობით, კონგრესს უკვე მიღებული აქვს მსგავსი დოკუმენტი, რომლითაც მაშინ აიკრძალა სირიის ასადის რეჟიმთან ურთიერთობების ნორმალიზაცია.

კანონპროექტის თანახმად, ვაშინგტონმა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend