მთავარიევროპამოლდოვარუსეთმა დნესტრისპირეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა დნესტრისპირეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

მოლდოვა კრემლს უსაფრთხოების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. პირველი იანვრიდან დნესტრისპირეთი, მოლდოვის სეპარატისტული პრორუსული ტერიტორია, რუსეთიდან აღარ იღებს გაზს, რომელიც იქ უკრაინის გავლით შედიოდა.

კიშინიოვმა დნესტრისპირეთში მცხოვრებ ხალხს დახმარება შესთავაზა, თუმცა დე-ფაქტო ოფიციალურმა პირებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს.

„რასაც დღეს დნესტრისპირეთის რეგიონში ვხედავთ, ისაა, რომ ადამიანებს არ აქვთ ელექტროენერგია დღეში ოთხი საათის განმავლობაში, საერთოდ არ აქვთ გათბობა და რაც მთავარია, მათ წვდომა არ აქვთ გაზზე. დღეიდან კი წყალმომარაგებაზეც პრობლემა ექმნებათ“, – ამბობს დორინ რეჩეანი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი რუსეთს რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს კრიზისი შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პროევროპული მთავრობის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

კიშინიოვში ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესი დნესტრისპირეთში სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდაა, რადგან მას იქ მხოლოდ 1500 ჯარისკაცი ჰყავს.

„რისი მიღწევაც გვინდა ისაა, რომ რუსეთმა ჯარი გაიყვანოს და მოლდოვას მისცეს რეგიონის სათანადოდ მართვისა და ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების უფლება“, – ამბობს დორინ რეჩეანი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ მოლდოვას დავალიანება აქვს, თუმცა კიშინიოვი ამას უარყოფს. ევროკავშირი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend