მთავარიაზიასამხრეთ კორეაენტონი ბლინკენი დიპლომატიური ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვია

ენტონი ბლინკენი დიპლომატიური ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვია

სამხრეთ კორეის ლიდერებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის კავშირების გაღრმავების გამო შეშფოთებულია. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო აღჭურვილობას აწვდის და შესაბამის სწავლებასაც ატარებს ჩრდილოეთ კორეაში.

„ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მოსკოვი აპირებს, ფხენიანს მიაწოდოს მოწინავე კოსმოსური და სატელიტური ტექნოლოგიები და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, შეცვალოს რუსეთის ათწლეულების განმავლობაში მქონე პოლიტიკა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული იარაღის პროგრამის მიღებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ეს კომენტარები ჩრდილოეთ კორეის მიერ აღმოსავლეთის ზღვაში ბალისტიკური რაკეტის გამოცდიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაკეთდა. ამავდროულად, სამხრეთ კორეაში პოლიტიკური დაძაბულობაა. იქ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

„სამხრეთ კორეის დემოკრატიისთვის ბოლო კვირები გამოცდა იყო, ისევე როგორც ისტორიის მანძილზე აშშ-ის დემოკრატიაც გამოწვევების წინაშე დამდგარა, მაგრამ თქვენ პასუხობთ თქვენი დემოკრატიული გამძლეობის დემონსტრირებით. შეერთებული შტატები სრულად ენდობა სამხრეთ კორეის ინსტიტუტებს და ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას თქვენი ხალხის მიმართ”, – ამბობს ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ეს არის სავარაუდოდ ბლინკენის თანამდებობაზე ყოფნისას ბოლო ვიზიტი საზღვრებს გარეთ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სამუშაო ვიზიტით ამჟამად  იმყოფება სამხრეთ კორეაში, საიდანაც შემდეგ იგი ჯერ იაპონიას, ხოლო შემდეგ საფრანგეთს ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend