რას ნატრობენ საპროტესტო აქციების მონაწილეები 2025 წელს? მათ ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასთან ერთად ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრება სურთ.
.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში არაერთი ემიგრანტი დაბრუნდა. მათი საახალწლო სურვილები სხვადასხვაგვარია, თუმცა სულისკვეთება ერთი. ემიგრანტების მთავარი ნატვრაა, რომ საქართველო იხილონ ევროკავშირში.
.
მსგავსი სურვილები აქვთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებსა თუ რიგით მოქალაქეებს.