მთავარისაქართველოპროტესტის 37-ე დღე უცვლელი მოთხოვნებით

პროტესტის 37-ე დღე უცვლელი მოთხოვნებით

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი 3 იანვარსაც გაგრძელდა. აქციების 37-ე დღეს მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე თავმოყრა ტრადიციულად საღამოს 7 საათიდან დაიწყეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – ისინი კვლავაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

3 იანვარს საღამოს სხვადასხვა აქტივობა რამდენიმე ადგილას დაიგეგმა და განხორციელდა. პარლამენტის შენობის წინ, საახალწლო ნაძვისხესთან, ხელმოკლე ოჯახების ბავშვებისთვის საჩუქრების შეგროვება დაიწყეს.

„ბაზარი ორბელიანზე“ საგანგებო ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე საათით თავისი სივრცე უსასყიდლოდ დაუთმო მცირე მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ.

ტრადიციულად ქცეული საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც შეკრებილებმა კვლავაც მოითხოვეს დღის ეთერის გახსნა პოლიტიკური დისკუსიებისთვის.

პარასკევს, 3 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ქუთაისში, მერიის წინ. შეკრებილებმა აქაც დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.

3 იანვრის პირველი საპროტესტო აქცია კი ტყიბულში გაიმართა. იქ შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მეშახტეებს, რომელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ სამუშაო კონტრაქტები პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყვიტეს, ან აღარ გაუგრძელეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend