მთავარიკუბიმიხეილ ყაველაშვილმა ახალ კანონებს მოაწერა ხელი - იურისტები ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ

მიხეილ ყაველაშვილმა ახალ კანონებს მოაწერა ხელი – იურისტები ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგა და მან იმავე დღეს ამოაწერა ხელი კანონებს რაც ქართულმა ოცნებამ 13 დეკემბერს მიიღო მესამე მოსმენით. უფლებადამცველები და იურისტები ამ კანონებს რეპრესიულ და შემზღუდავს უწოდებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს ამის თაობაზე:

“ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში: დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ცვლილებების მიხედვით, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ახალი მოწესრიგებით, მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება. საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით, სუსტდება”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

ანალიტიკური პლატფორმა კომენტარი, რომლის რედაქტორი იურისტი ვახუშტი მენაბდეა, ასევე აზიარებს განმარტებას შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებების შესახებ:

“გაზრდილი ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);

ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 – 3500 ლარამდე);

“ახალი სამართალდარღვევები შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);

შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;

ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (2000 ლარის ჯარიმა);

შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე – 15000 ლარი)”.

ცვლილებები ძალაში 30 დეკემბრიდან შედის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend