უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს კურსკის რეგიონში ბრძოლების შედეგად დიდი დანაკარგი აქვთ.
მათივე თქმით, ჩრდილოეთკორეელებს ლოგისტიკური და მარაგის მიწოდების პრობლემებიც აქვთ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრძოლებში 3000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
Today, I received reports from Commander Syrskyi and Defense Minister Umerov on the situation at the front and the status of supplies. It is crucial that the United States is now increasing its deliveries—this support is essential to stabilize the situation.
I thank our partners… pic.twitter.com/qSlzGRUSoY
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 26, 2024
ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნას ცდილობს.
გუშინ, 26 დეკემბერს, ბრიფინგის დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის, თუმცა ზუსტად როდის, ამაზე არ უსაუბრია.
„დახმარების მოწოდების ტემპი უნდა იყოს ისეთი, რომ რუსული თავდასხმების ტემპი შეაფერხოს. ჩვენ მეტი სამხედრო ძალა და დიპლომატია გვჭირდება. თითოეული ჯარისკაცი და ბრიგადა, რომელიც ამას უზრუნველყოფს, გვაახლოებს მშვიდობასთან“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ მოსკოვს შეუძლია, კიევზე იერიში მიიტანოს ბალისტიკური რაკეტით, რომელიც პირველად ნოემბერში, დნიპროზე თავდასხმისას, გამოიყენეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს „ორეშნიკის“ მხოლოდ რამდენიმე რაკეტა, თუმცა მზად არის, გამოიყენოს ისინი უკრაინის წინააღმდეგ.
„ეს მძლავრი იარაღია, გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად შექმნილი. ჩვენ მისი მასშტაბური წარმოება დავიწყეთ. ახლაც ვაწარმოებთ გარკვეულ რაოდენობას, რომლის ნაწილს ბელარუსში განვათავსებთ. ვმოქმედებთ სისტემატურად. თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ ამ იარაღს დღეს ან ხვალ გამოვიყენებთ“,- ამბობს ვლადიმერ პუტინი.
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ცდილობს. სლოვაკეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკვე შესთავაზა მას პლატფორმა.