მთავარიევროპააზერბაიჯანირუსი სამხედრო ექსპერტი: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტით არის ჩამოგდებული

რუსი სამხედრო ექსპერტი: აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტით არის ჩამოგდებული

რუსი სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, რუსული საზენიტო რაკეტის ფრაგმენტებმა დააზიანა,  რამაც საბოლოო ჯამში ავიაკატასტროფა გამოიწვია.

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. პილოტების მოთხოვნის მიუხედავად, მათ რუსეთის არც ერთ აეროპორტში არ მისცეს ავარიულად დაშვების უფლება.

რუსი სამხედრო ექსპერტის იან მატვეევის  თქმით, ყაზახეთში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი სავარაუდოდ, „პანცირი ს-1“ რაკეტით ან რაიმე სხვა სარაკეტო საზენიტო სისტემით ჩამოაგდეს.

ეს სისტემა მცირე ზომის რაკეტებით არის აღჭურვილი და არც თუ ისე დიდი ზომის საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი დედაქალაქ ბაქოდან ჩეჩნეთში, კერძოდ, გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა.

ეს კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შესაბამისმა წყარომ ევრონიუსს დაუდასტურა, რომ სწორედ რუსული საზენიტო რაკეტის გამო ჩამოვარდა აქთაუში თვითმფრინავი.

გროზნოს თავზე დრონების გააქტიურების გამო მას ესროლეს რაკეტა, რომელიც თვითმფრინავის ახლოს აფეთქდა.

საზენიტო რაკეტის ნამსხვრევებმა მგზავრები და ეკიპაჟი დააზიანა.

AP/The Administration of Mangystau Region

სამთავრობო წყარომ ევრონიუსს განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს, პილოტების მოთხოვნის მიუხედავად, არ მისცეს რუსეთის არც ერთ აეროპორტში დაშვების უფლება.

მას უბრძანეს, კასპიის ზღვის მეორე მხარეს კერძოდ, ყაზახეთში, აქთაუს მიმართულებით გაფრენილიყო. ხუთშაბათს მოსკოვმა ყველას მოუწოდა,  მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე ვარაუდების გამოთქმისაგან თავი შეეკავებინათ.

თუ გამოძიების წინასწარი მონაცემები დადასტურდება, ეს ბოლო ათწლეულში რუსების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების უკვე მეორე შემთხვევა იქნება.

2014 წელს რუსების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend