უკვე 30 დღეა, საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას. ერთი თვეა, თბილისსა და რეგიონებში ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქციები და მსვლელობები იმართება.
დღეს, 27 დეკემბერს, თბილისში ისევ შეიკრიბნენ შშმ პირები, ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმომადგენლები, მომავალი ჟურნალისტები, ფსიქოლოგები. მათ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები მსვლელობით მოიარეს და შემდეგ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
.
27 დეკემბრის აქციები მუსიკოსებისა და მელომანების მარშმმა დააგვირგვინა. ისინი თავდაპირველად გმირთა მოედანზე მივიდნენ, საქართველოს გმირებს პატივი მიაგეს, ხოლო შემდეგ სხვა დემონსტრანტების მსგავსად რუსთაველზე გადაინაცვლეს.
28 დეკემბერს კი თბილისსა და სხვა ქალაქებში „ერთობის ჯაჭვია“ დაგეგმილი. ათასობით მოქალაქე სხვადასხვა ქალაქის ცენტრში ხელჩაკიდებული გააპროტესტებს „ქართული ოცნების” პოლიტიკას.