მთავარიკუბიარაერთი საჯარო მოხელე წერს, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს

არაერთი საჯარო მოხელე წერს, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს

სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერს, რომ საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

სოციალურ ქსელში გიორგი აბულაძე წერს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო 2025 წლიდან ვეღარ შეძლებს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობს. მისი თქმით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ეიჩარმა დაურეკა და აცნობა, რომ 2025 წლიდან აღარ გაუგრძელებდნენ ხელშეკრულებას და შესაბამისად, ვეღარ შეძლებდა მედიატორად მუშაობას.

გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს მის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გაემიჯნნენ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ განცხადებას.

„ვინც მიცნობს და იცის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება, თუ რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის. ეს არ არის რიგითი/უბრალოდ საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებდი, რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში“, – წერს გიორგი აბულაძე სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელებში განცხადება დაწერა მერიის არაერთმა თანამშრომელმაც. მათი თქმით, 2025 წლიდან უწყება შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend