ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საერთაშორისო აეროპორტთან აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
რეისი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გადარჩენილია 28 ადამიანი. მათ ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო დახმარებას უწევს.
ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ყაზახური მედია ერთ-ერთ ვერსიად თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახებას განიხილავს. რუსეთის სახელმწიფო გამოცემის, „ტასის“ თანახმად, გროზნოში ძლიერი ნისლის გამო თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა მოუწია.