თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
წერილში ერდოღანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს და დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც რეგიონში კეთილდღეობას უზრუნველყოფს, მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის წერილში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად მე-11 მოწვევის პარლამენტის 300-წევრიანმა კოლეგიამ 14 დეკემბერს აირჩია.