მთავარიამერიკააშშდაკარგული ანგელოზები

დაკარგული ანგელოზები

ბოსტონის ისტორიულ ეკლესიაში ფრესკების რესტავრატორი ჯანფრანკო პოკობე მუშაობს რვა ანგელოზის გამოსახულების აღსადგენად, რომლებიც საუკუნეზე მეტია საღებავის რამდენიმე ფენის ქვეშაა დამალული.

ანგელოზები მრგვალი, ბავშვური სახეებითა და ფრთებით თავდაპირველად ბოსტონის ძველ ჩრდილოეთის ეკლესიაში 1730 წელს მოხატეს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრესკაა, არა მხოლოდ იმიტომ რომ თითქმის 300 წელზე მეტი ხნისაა, არამედ ის აშკარად საკვანძო როლს თამაშობდა აქაურ ეკლესიურ ცხოვრებაში. იმდროინდელ იკონოგრაფიაში ხშირად ასახავდნენ ქერუბიმებს თუ სხვა არაამქვეყნიურ არსებებს“, – ამბობს რესტავრატორი ჯანფრანკო პოკობე.

ბოსტონის ისტორიული ეკლესია Copyright AP Photo

ისტორიული ეკლესია ბოსტონის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული წერტილია.

ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა ყოვლისმომცველი რესტავრაციის ფარგლებში ფრესკები 1912 წელს თეთრი საღებავის სქელი ფენებით გადაღებეს.

„როდესაც ისტორიულ შენობაში შევდივარ, ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ იმდროინდელი მხატვრობითა და დეკორაციებით. როდესაც ხელოვნების ამ ნიმუშებს თეთრად ღებავენ, ის კარგავს გარკვეულ დიდებულებასა და ისტორიულობას, რომლებსაც ასეთ შენობაში ყოფნისას უნდა გრძნობდე. ასე რომ, თუნდაც, იმ თავდაპირველი საღებავის აღდგენაც, რომელიც პოლ რევერის დროს იყო, აქ ყოფნას უფრო ავთენტურსა და გასაოცარს ხდის“, – ჰყვება ხელოვნების რესტავრატორი კორინ ლონგი.

ანგელოზების ფრესკების არსებობის ცნობების შესახებ მკვლევრებმა ისტორიული ჩანაწერების მეშვეობით შეიტყვეს. მათ ჯერ კიდევ აქვთ მათ შემქმნელ ჯონ გიბსთან გაფორმებული კონტრაქტის ასლიც.

2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ მათი არსებობა დაადასტურა, თუმცა უცნობი იყო მათი მდგომარეობა.

„იყო პროექტის ნაწილი, რომელიც კოლონიური ამერიკის დროინდელი ხელოვნების აღმოჩენას ემსახურება, მართლაც, არაჩვეულებრივია. იშვიათია, მოგეცეს შესაძლებლობა, გაამჟღავნო ის, რაც აქამდე არავინ იცოდა“, – ამბობს ჯანფრანკო პოკობე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend